სამოქალაქო მშენებლობა

მთავარი გვერდი → ბინათმშენებლობა

კომპანიის დაარსებიდან დღემდე ჩვენი გამოცდილება არაერთი კომპლექსური პროექტის მშენებლობას და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებს ითვლის, როგორც ადგილობრივ, კერძო თუ სახელმწიფო, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან.

საცხოვრებელი, ჯანდაცვის, სტუმარ-მასპინძლობის, საჯარო თუ ჩვენი განხორციელებული პროექტი სხვა ნებისმიერ სფეროში მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ჩვენ ვგეგმავთ, ვაშენებთ და რეაბილიტაციას ვუწევთ ინფრასტრუქტურას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომუკურ განვითარებაში.

სამშენებლო რეგულაციების და შრომის კანონის ზედმიწევნით დაცვა ნებისმიერ პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენი პრიორიტეტია.

მსხვილი სამშენებლო პროექტები კომპლექსური წამოწყებაა, რომელიც ხშირად გულისხმობს ათობით ქვეკონტრაქტორს და მომწოდებელს, ასობით და ათასობით მუშაკს და მილიონობით დოლარის ღირებულების მასალებს, აღჭურვილობასა და მომსახურებას. ასეთი ოპერაციების ორკესტრირება მოითხოვს მშენებლობის პირველხარისხოვან მენეჯმენტს – რასაც არალი უკვე ათწლეულზე მეტია წარმატებით ახორციელებს დიდ და საშუალო პროექტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ექსპერტიზა

  • სატენდერო პროცესის მართვა და საკონტრაქტო მოლაპარაკება
  • მენეჯმენტის ზედამხედველობა, მათ შორის საველე შესყიდვები
  • სამშენებლო და საველე ადმინისტრირების წარმართვა
  • ექსპლუატაციაში გაშვება და ოპერირება

 

პროექტები